Tuesday, May 9, 2017

მეცხრე დღე

დღეს ვისწავლეთ ბლოგზე საქაღალდის მიბმა.ასევე წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის გეგმები,განვიხილეთ,მივიღეთ უკუშედეგი,მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები ამა თუ იმ პროექტთან დაკავშირებით,რომლებიც შეიძლება გავიზიაროთ  მომდევნო პროექტის შექმნისას.
დღეს დავასრულეთ ტრენინგი,ვისწავლეთ პროეტის შექმნა,მივიღეთ ბევრი საჭირო ინფორმაცია რასაც გამოვიყენებ მუშაობის პროცესში,რისთვისაც დიდ მადლობას გადავუხდი ჩვენს საყვარელ და აქტიუტ ტრენერს_ხათუნა ციხელაშვილს.

Sunday, May 7, 2017

მერვე დღე

დღეს ჩვენ გავეცანით საავტორო უფლებებს,თუ რამდენად დაცულია კანონით საავტორო უფლებები.როგორ გამოვიყენოთ რაიმე მასალა და თან არ დავარღვიოთ საავტორო უფლებები.ინფორმაციისა და რაიმე მასალის გამოყენება ნებართვის გარეშე შეუძლია მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თუ ეს ემსახურება საგანმანათებლო და არა კომერციულ მიზნებს. პრეზენტაციები საავტორო უფლებების შესახებ ვნახეთ რესურსებში.გავიგეთ, რომ 1923 წლამდე საავტორო უფლებები არ იყო დაცული,1923-1963 წლებში ნაწილობრივ,ხოლო 1989 წლის მარტიდან საავტორო უფლებებს იცავს კანონი,ყოველივე ეს ინფორმაცია უნდა მივიტანოთ მოსწავლეებამდე.
ასევე სახელმძღვანელოში გავეცანით მოდული 6,აქტივობა 1:ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება. გავეცანით სააზროვნო უნარებს:
1) აზროვნების განმარტებები
2) მაღალი სააზროვნო უნარებს
3) რწმენები და დამოკიდებულებები
4) აზროვნების სწავლება
ვიმუშავეთ გეგმაში დიფერენცირებულ სწავლებაზე

Saturday, May 6, 2017

მეშვიდე დღე

დღეს გავიხსენეთ შეფასების სტრატეგიები,გავიხსენეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა და მიზანი. დავწერეთ პროექტის მსვლელობა,დროში გავწერეთ სასწავლო პროცედურები.

მეცხრე დღე

დღეს ვისწავლეთ ბლოგზე საქაღალდის მიბმა.ასევე წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის გეგმები,განვიხილეთ,მივიღეთ უკუშედეგი,მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრე...