Tuesday, May 9, 2017

მეცხრე დღე

დღეს ვისწავლეთ ბლოგზე საქაღალდის მიბმა.ასევე წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის გეგმები,განვიხილეთ,მივიღეთ უკუშედეგი,მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები ამა თუ იმ პროექტთან დაკავშირებით,რომლებიც შეიძლება გავიზიაროთ  მომდევნო პროექტის შექმნისას.
დღეს დავასრულეთ ტრენინგი,ვისწავლეთ პროეტის შექმნა,მივიღეთ ბევრი საჭირო ინფორმაცია რასაც გამოვიყენებ მუშაობის პროცესში,რისთვისაც დიდ მადლობას გადავუხდი ჩვენს საყვარელ და აქტიუტ ტრენერს_ხათუნა ციხელაშვილს.

Sunday, May 7, 2017

მერვე დღე

დღეს ჩვენ გავეცანით საავტორო უფლებებს,თუ რამდენად დაცულია კანონით საავტორო უფლებები.როგორ გამოვიყენოთ რაიმე მასალა და თან არ დავარღვიოთ საავტორო უფლებები.ინფორმაციისა და რაიმე მასალის გამოყენება ნებართვის გარეშე შეუძლია მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თუ ეს ემსახურება საგანმანათებლო და არა კომერციულ მიზნებს. პრეზენტაციები საავტორო უფლებების შესახებ ვნახეთ რესურსებში.გავიგეთ, რომ 1923 წლამდე საავტორო უფლებები არ იყო დაცული,1923-1963 წლებში ნაწილობრივ,ხოლო 1989 წლის მარტიდან საავტორო უფლებებს იცავს კანონი,ყოველივე ეს ინფორმაცია უნდა მივიტანოთ მოსწავლეებამდე.
ასევე სახელმძღვანელოში გავეცანით მოდული 6,აქტივობა 1:ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება. გავეცანით სააზროვნო უნარებს:
1) აზროვნების განმარტებები
2) მაღალი სააზროვნო უნარებს
3) რწმენები და დამოკიდებულებები
4) აზროვნების სწავლება
ვიმუშავეთ გეგმაში დიფერენცირებულ სწავლებაზე

Saturday, May 6, 2017

მეშვიდე დღე

დღეს გავიხსენეთ შეფასების სტრატეგიები,გავიხსენეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა და მიზანი. დავწერეთ პროექტის მსვლელობა,დროში გავწერეთ სასწავლო პროცედურები.

Sunday, April 23, 2017

მეექვსე დღე

დღეს ტრენინგის თემა იყო ,,მოსწავლის სავარაუდო ნიმუშის შექმნა".სახელმღვანელოში განვიხილეთ მოდული 4,აქტივობა 2. რესურსებში მოვნახეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი


Saturday, April 22, 2017

მეხუთე დღე

დღეს გავეცანით შეფასების მეთოდებს, სახელმძღვანელოში მოდული 2 ,აქტივობა 3,.განვიხილეთ დოკუმენტი ,, პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასება".აგრეთვე განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები,5 სტრატეგია. ავირჩიეთ ჩვენი თემიდან გამომდინარე, ჩვენთვის საჭირო შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. რესურსებში მოვძებნეთ სხვადასხვა შეფასების რუბრიკები

Sunday, April 9, 2017

მეოთხე დღე

დღეს ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება,რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.მოვიფიქრეთ ჩვენი პროექტიდან გამომდინარე მიმართულების მიმცემი კითხვები.ჩავწერეთ ფაილში ,გავუზიარეთ ერთმანეთსა და ტრენერს,მივიღეთ უკუკავშირი.გავაგრძელეთ ბუკლეტზე მუშაობა.საშინაო დავალებად გვაქვს დრაივში  დავასრულოთ გეგმები,შევიტანოთ სტანდარტები,მიზნები და ჩავწეროთ მიმართულების მიმცემი კითხვები

Saturday, April 8, 2017

მესამე დღე


დღეს შაბლონში გადავიტანეთ სტანდარტები,ჩავწერეთ მიზნები.გავეცანით ბლუმის ტაქსონომიის ახალ სიტყვებს,ასევე გავეცანით რამოდენიმე პროექტის მოდელს.გავეცანით ბუკლეტის შაბლონს.დრაივში გადავიტანეთ ფაილები.სახლში უნდა დავამზადოთ ბუკლეტის ნიმუში

მეცხრე დღე

დღეს ვისწავლეთ ბლოგზე საქაღალდის მიბმა.ასევე წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის გეგმები,განვიხილეთ,მივიღეთ უკუშედეგი,მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრე...